რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ - ახალი დეტალები
1794467531
UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, აბუ-დაბიში UFC-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები ზურგიდან თავს დაესხნენ.
ინციდენტის დროს მერაბ დვალიშვილთან ერთად მისი მეგობარი, 21 წლის ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი იმყოფებოდა, რომელიც მას თავდამსხმელების მოგერიებაში დაეხმარა.
ახალგაზრდა სპორტსმენის საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამ დრომდე არ წყდება კომენტარები ქართველი და უცხოელი სპორტსმენების, ინფლუენსერებისა და საზოგადოების მხრიდან.
„ვირთხებზე არაფერს დავწერ. ადამიანს ამ დრომდე თუ არ აქვს მაგათზე ჩამოყალიბებული აზრი, ეხლა აღარაფერი ეშველება.
ამ ბიჭზე მინდა ვთქვა. პროფესიონალი მებრძოლების წინააღმდეგ, რიცხვობრივ უმცირესობაში რომ იყო და ისე წავიდა საჩხუბრად, წამით არ დაფიქრებულა რა მოხდებოდა… თან რა მაგრად იჩხუბა - ვინ ვინ სცემა ამ კადრების მიხედვით, კიდევ საკითხავია.
20 წლისაა სულ, სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა ამ ამბავში და ყველაზე ვაჟკაცურად მოიქცა.
ეს ერთი ვიდეოა საკმარისი იმის დასანახად - ვინ ვართ ჩვენ, ვინ არიან ისინი და რა განსხვავებაა კავკასიელ “ძმებს” შორის“,-წერს ანდრო ხელაძე სოციალურ ქსელში.