„ვინ ჯანდაბამ უთხრა პიმბლეტს, რომ ოქტაგონზე ასულიყო...ეს არ უნდა მომხდარიყო...“ - UFC-ის პრეზიდენტი

დანა უაითი

ილია თოფურიამ დაანოკაუტა ჩარლზ ოლივეირა და საშუალო წონითი დივიზიონის ქამარი მოიპოვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველმა ჩემპიონმა გამოიწვია პედი პიმბლეტი, რომელთანაც მას უკვე წლებია კონფლიქტი აქვს.

მეტოქემ გამოწვევა მიიღო და მათ შორის საუბრის დროს მცირე შეხლაშემოხლაც იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა:

„არ ვიცი ვინ ჯანდაბამ უთხრა პიმბლეტს, რომ ოქტაგონზე ასულიყო, თანაც იქ თოფურიას ცოლ-შვილი იმყოფებოდა. ეს არ უნდა მომხდარიყო. ოქტაგონზე იყო, უკვე ოთახში ვიყავი, თორემ მსგავსს არ დავუშვებდი. პიმბლეტისა და თოფურიას ორთაბრძოლა საერთოდ არ განიხილება.ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მახაჩევისა და თოფურიას ბრძოლას ხვალვე ჩავნიშნავდი“,- ამბობს UFC-ის პრეზიდენტი, დანა უაითი.