VIDEO: შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს! - ლეგენდარული ფეხბურთელი კვარაზე საუბრობს

ხვიჩა კვარაცხელია

ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი ახლა Ziggo Sport Voetbal-ზე სპორტულ მიმომხილველად მუშაობს.

"ნაპოლის" თამაშის განხილვისას, რა თქმა უნდა, მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალურ გოლზეც გააკეთა:

"მომენტს უყურებ და ხედავ, რომ 1 ფეხბურთელი რვა მოთამაშის წინააღმდეგაა. ფიქრობ, როგორ შეიძლება აქ გოლი გავიდეს?! - ეს შეუძლებელია სიმართლე იყოს! შეუძლებელია გოლი გავიდეს, მაგრამ მან ეს გააკეთა", - თქვა ვან ბასტენმა.