გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
Napolicalciolive "ატალანტასთან" მოგებულ მატჩში (2:0) "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია და Optimagazine-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჟურნალისტი პეპე იანიჩელი ნეაპოლური გუნდის მიერ ხმარებიდან ამოღებული დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისურის ქართველისთვის გადაცემას მოითხოვს. ხვიჩას გოლი თავად „ნაპოლის“ მწვრთნელმაც შეადარა მარადონას სტილს.
„ნაპოლის“ ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას პოსტერი გამოქვეყნდა, სადაც წერია:
„და „ოსკვარი“ საუკეთესო გოლისთვის გადაეცემა...“
