VIDEO: ოლიმპიაში, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი დაინთო

ოლიმპიაში, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი დაინთო

ანტიკურ ოლიმპიაში, სადაც ოლიმპიურ თამაშებს ჩაეყარა საფუძველი, პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების ცეცხლის დანთების ცერემონია გაიმართა.

ცეცხლი ტრადიციისამებრ ჰერას ტაძართან პარაბოლურ სარკეში არეკლილი მზის სხივებისგან დაანთეს.

უმაღლესმა ქურუმმა, რომლის როლიც მსახიობმა მარი მინამ შეასრულა, აპოლონს ოლიმპიური ცეცხლის დასანთებად მზის სხივი შეავედრა, ზევსს კი თამაშების გამარჯვებულთა გვირგვინით შემკობა.

ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ, პარიზის მერი ან იდალგო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.

ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.