„ყურადღებით იყავით!“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1768158106
თბილისის „დინამოს“ 18 წლის მარჯვენა მცველის, გიორგი გვასალიას პროგრესი თვალსაჩინოა. ეროვნულ ლიგასა თუ საერთაშორისო არენაზე, ეს ბიჭი მართლა კარგად თამაშობს.
გვასალიას ყველა საჭირო თვისება აქვს საიმისოდ, რომ ახლო მომავალში მაღალი კლასის ფეხბურთელად, საქართველოს ნაკრების სტაბილურ წევრად ჩამოყალიბდეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მის მიმართ უცხოეთიდან არის ძალიან სერიოზული ინტერესი. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის სამსახურით დაინტერესებულები არიან როგორც ინგლისური პრემიერლიგის, ისე იტალიური სერია A-ს კლუბები.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შესაძლებელია ისიც, რომ ევროტურნირებზე გვასალიამ თბილისის „დინამოს" ღირსება დაიცვას და მერე მიაშუროს უცხოეთს. მოგეხსენებათ, ზაფხულში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირზე ბრუნდება...
ინფორმაცია ფეხბურთელის მენეჯერმა, ლაშა ჯაკობიამ დაადასტურა.
„დიახ, ვადასტურებ, რომ გვასალიას მიმართ არის ძალიან სერიოზული ინტერესი ინგლისიდან და იტალიიდან. საუბარია ტრადიციულ, ძლიერ კლუბებზე, რომლებიც წარმოადგენენ პრემიერლიგას და სერია A-ს. ამ ეტაპზე, საქმის ინტერესიდან გამომდინარე, კლუბებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ამის დროც დადგება", - თქვა ჯაკობიამ.