1794461315
უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა კი ჯერ გაურკვეველია - RAF-ის ხელმძღვანელი
Real American Freestyle-ის (RAF) თანადამფუძნებელმა, ჩად ბრონშტეინმა აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.
14 ნოემბერს აბუ დაბიში RAF-ის მორიგი ტურნირი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მერაბ დვალიშვილი მარლონ მორაესს უნდა დაუპირისპირდეს. თუმცა, მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ქართველი მებრძოლის ტურნირში მონაწილეობა ჯერ კიდევ გაურკვეველია.
12 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრონშტეინმა დვალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და დაადასტურა, რომ უსმან ნურმაგომედოვს შაბათს, „ეტიჰად არენაზე“ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრება აეკრძალა.
„ამჟამად შექმნილი ვითარების მოგვარებაზე ვმუშაობთ. მერაბი თავს კარგად გრძნობს. არაბთა გაერთიანებული საამიროების შესაბამის უწყებებთან ერთად საკითხის მოგვარებას ვცდილობთ და იმედი გვაქვს, ყველაფერი რაც შეიძლება მალე გადაწყდება.
რაც შეეხება უსმანს, ცხადია, ის შაბათ საღამოს ჩვენს ღონისძიებას ვერ დაესწრება.
იმედი გვაქვს, მერაბი ტურნირში მონაწილეობას მიიღებს. ის აქ სპეციალურად ჩამოფრინდა და RAF-ისთვის მნიშვნელოვანი სპორტსმენია. ძალიან გვინდა, რომ მერაბმა იასპარეზოს“, – განაცხადა ჩად ბრონშტეინმა.
აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ საქმეში ადგილობრივი სამართალდამცველები ჩაერთნენ.
საბა ლაზიშვილის ძმის, ზვიად ლაზიშვილის მეირ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.








