ნინა დრამა საქართველოდან წასვლის შემდეგ მიმართვას ავრცელებს
1750350523
საქართველოს ნომერი პირველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პარიზის მასტერსის მეორე წრეში, იტალიელი ლორენცო მუსეტი იქნება. ქართველმა პირველ წრეში ფრანგ ქვენტინ ჰალისს ორ სეტში 6:3, 6:4 მოუგო, მუსეტიმ კი ასევე ორ სეტში ხორვატი ჩილიჩი დაამარცხა.
იტალიელი მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილს იკავებს, ბასილაშვილი კი სიის 106-ე ნომერია.
მეტოქეები ერთმანეთს ერთხელ, შტუტგარტის ბალახის ტურნირზე დაუპირისპირდნენ, რომელშიც ორ სეტში ბასილაშვილმა გაიმარჯვა.
ქართველისა და იტალიელის მატჩი პარიზის მასტერსზე, 2 ნოემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.