წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მოგების ხუთი ნომინანტი დასახელდა

ლუის ენრიკე

ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა გამოაცხადა ნომინანტები 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე.

სიაში ხუთი სპეციალისტია:

ანტონიო კონტე („ნაპოლი“) – მოიგო იტალიის ჩემპიონატი.

ლუის ენრიკე (პსჟ) – მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი.

ჰანსი ფლიკი („ბარსელონა“) – მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და სუპერთასი.

ენცო მარესკა („ჩელსი“) – მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფა-ს კონფერენს ლიგა.

არნე სლოტი („ლივერპული“) – მოიგო ინგლისის ჩემპიონატი.2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი 22 სექტემბერს გამოვლინდება.