მსოფლიო მედია ბარაკ და მიშელ ობამების განშორების ამბავმა მოიცვა – აშშ-ს ყოფილი პირველი ლედის ინტერვიუ

ობამები

ბოლო პერიოდში, მედიაში არ წყდება დისკუსიები აშშ-ს ექს-პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის, მიშელ ობამას განშორების შესახებ. წყვილი უფრო იშვიათად ჩნდება ერთად საჯარო სივრცეში. მიშელი მეუღლესთან ერთად არ ესწრებოდა რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას, რამაც გააჩინა ხმები მათი შესაძლო დაშორების შესახებ. მიშელი არ იმყოფებოდა ჯიმი კარტერის დაკრძალვაზე, სადაც ობამა მარტო მივიდა. მან ბოლო ინტერვიუებსა და პოდკასტებში არაერთხელ ისაუბრა თემაზე, რამდენად რთულია ხანგრძლივი ურთიერთობები და ქორწინება.

ყოველივე ამის ფონზე, მიშელ ომაბამ IMO-ს პოდკასტის ერთ-ერთ ეპიზოდში, რომლის თანაწამყვანიც მისი ძმა, კრეიგ რობინსონია, მეუღლესთან გაცნობის პერიოდზე ისაუბრა.

„ყველა ბარაკზე საუბრობდა, – ჰარვარდის სტუდენტი, ბრწყინვალე, ჭკვიანი და ფერადკანიანი. როცა მისი რეზიუმე ვნახე, ჩემთვის უცნაური იყო – ვფიქრობდი, რა სახელია ბარაკ ობამა… ძალიან მეუცნაურებოდა ის ფაქტი, რომ ის თეთრკანიანებს ძალიან მოსწონდათ და მეგონა, რომ „ნერდი“ იქნებოდა. ის უბრალოდ სხვა იყო – გაბედული, განსხვავებული, არ ეპუებოდა დადგენილ ჩარჩოებს და ეს მომხიბვლელად მეჩვენა.

ბარაკი მალევე გახდა ჩემი ნამდვილი მეგობარი. ერთად დავდიოდით სადილზე, ვხუმრობდით, უამრავი საერთო გვქონდა. თავიდან ვცდილობდი, გრძნობები დამემალა, რადგან სამსახურში ასეთი ურთიერთობები რთულია. მეშინოდა, რომ სამსახურში დაწყებული რომანი კარიერას დამინგრევდა. ძალიან სერიოზულად ვუყურებდი ჩემს მომავალს. ხანგრძლივი ქორწინება მხოლოდ სიყვარულზე არაა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია პარტნიორობაა, ერთგულება, მოთმინება და მუდმივი მუშაობა. ეს რუტინა არ უნდა გახდეს! ყველაფერი რეალურად ძალიან რთულია“, – აცხადებს აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი.

აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წყვილს შორის არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ არის და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორებია. ცნობისთვის, ბარაკ და მიშელ ობამებმა 1992 წლის 3 ოქტომბერს ჩიკაგოში იქორწინეს. 1998 წყვილს პირველი ქალიშვილი, მალია ენი შეეძინა, 2001 წელს კი მეორე, ნატაშა. ოჯახი ახლა ვაშინგტონში ცხოვრობს. ისინი ამ სახლში 2017 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ გადავიდნენ.