1754511189
ხანძარი ლილოს დასახლებაში - რა ვითარებაა ადგილზე

ამ წუთებში, ხანძარია თბილისში, ლილოს დასახლებაში.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ღია სივრცეში, ხის ყუთებს უკიდია.
უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.