სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება
1749188497
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ჩოგბურთელ საბა ფურცელაძეს „თბილისის ჩელენჯერზე" მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და მომავალ ასპარეზობებში სამინისტროს მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკა მეტრეველი ესწრებოდნენ.
საბა ფურცელაძე პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც „თბილისის ჩელენჯერის“ ჩემპიონი გახდა, მან ფინალში იტალიელი ფედერიკო ცინა ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა.
ATP Challenger Tour-ის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მზიურის საჩოგბურთო კორტებზე მამაკაცებს შორის გაიმართა.
ATP Challenger-ის ჩემპიონატებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აქ დაგროვილი სარეიტინგო ქულების მიხედვით პროფესიონალ ჩოგბურთელებს ATP Tour-ის უფრო მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.