მარკ რუტე: ჰააგის სამიტზე პარტნიორებს შევთავაზებ თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდას, ჩვენ ამ საკითხზე კონსენსუსთან ახლოს ვართ

მარკ რუტე

ჰააგის სამიტზე, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯების გაზრდის საკითხი იქნება განხილული. პრესკონფერენციაზე მარკ რუტემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ივნისის სამიტზე განსახილველად გამოიტანს შეერთებულ შტატებთან შეთანხმებულ წინადადებას, რომელიც მოკავშირეების მხრიდან თავდაცვითი ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტიდან 5%-მდე გაზრდას ითვალისწინებს.

„პარტნიორებს შევთავაზებ თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდას. აქედან 3.5 %, მთლიანი შიდა პროდუქტიდან ძირითადი ხარჯი იქნება, 1.5% კი თავდაცვასთან დაკავშირებული ინვესტიცია, მაგალითად ხარჯები ინფრასტრუქტურისთვის. ჩვენ ამ საკითხზე კონსენსუსთან ახლოს ვართ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.