„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
კიტ კელოგის თქმით, ბრძოლის ველის ხასიათის შეცვლა შუძლია გამბედავ ლიდერობას და თამამ მოქმედებებს.
„ჩემი სამხედრო გამოცდილებით და ისტორიითაც ვიტყვი, რომ გამბედავ ლიდერობას და თამამ მოქმედებებს შეუძლია, შეცვალოს ბრძოლის ველის ხასიათი“, – წერს კიტ კელოგი.
მისივე თქმით, ასეთი ლიდერობა აჩვენა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ და თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა.
„ეს მოვლენა შეიძლება, მშვიდობის იმპულსი გახდეს, მაგრამ ორივე მხარე უნდა იყოს ერთგული პრეზიდენტ ტრამპის მისიისადმი – შეაჩეროს სისხლისღვრა და დაასრულოს ომი” – წერს კიტ კელოგი.