გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, ნონა გაფრინდაშვილს, 84 წლის იუბილე პირადად მიულოცა. მინისტრმა სპორტსმენს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.
„ჭადრაკის დედოფალი“ მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოჭადრაკეა. სპორტსმენი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი და ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.
ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის. ის ასევე საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის. ლეგენდარული სპორტსმენი 1982 წელს პირველი ქალი გახდა, რომელსაც საჭადრაკო „ოსკარი“ გადაეცა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.