169.4 მილიონი ლარის დაგროვებითი პენსია უკვე გაიცა - ვის და როგორ შეუძლია თანხის გატანა
1783575467
სპორტის მინისტრი ქართველ მებრძოლებს, მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ მათ მადლობა გადაუხადა ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის და 11 ივლისს RAF-ის ღონისძიებაზე წარმატება უსურვა.
ისაუბრეს საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობის პერსპექტივებზეც. მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყოფილი ჩემპიონია, მან საჩემპიონო ქამარი სამჯერ დაიცვა, 11 ივლისს კი ამერიკელ ჰენრი სეხუდოს შეხვდება. ლევან ჩოხელმა კი სადებიუტო ბრძოლაში ლეონ შაჰბაზიანი დაამარცხა.