სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
1770537003
ნიკა ეგაძემ ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ტურნირში საკუთარი გამოსვლა შეაფასა. ქართველი მოციგურავე მიიჩნევს, რომ მოკლე პროგრამაში უკეთ შეეძლო ასპარეზი და აღნიშნა, რომ თავისუფალ პროგრამაში უკეთესი შედეგის მიღწევას შეეცდება.
„რა თქმა უნდა, შემეძლო უკეთესად სრიალი, მინიმუმ 2-3 ქულით მეტის მოტანა. სამწუხაროდ, დღეს ეს არ გამომივიდა, მაგრამ შევეცდები რეაბილიტაცია გავაკეთო და კარგად და სუფთად ვისრიალო, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვუტანო ჩვენს გუნდს“, - განაცხადა ეგაძემ.
მილანი-კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ტურნირის მედლების კომპლექტი გათამაშდება, რომლისთვისაც საქართველოს ნაკრებიც იბრძვის. პირველად ისტორიაში, ჩვენი გუნდი 5 საუკეთესოთა შორის მოხვდა და თავისუფალი პროგრამების შესრულების უფლება მოიპოვა.