VIDEO: „ეს შიშის დათესვა არ არის, ეს არის მზადყოფნა საგანგებო მდგომარეობისთვის“ - მარინე ძაგნიძე
1794948104
აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მის 7 თანმხლებ პირს სასჯელი შეუმსუბუქა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულთა მოთხოვნის საფუძველზე, განაჩენი გადაიხედა და მსჯავრდებულთა ფულადი ჯარიმა 300 000-დან 150 ათას დირჰამამდე შემცირდა.
„მხარეების ურთიერთშეთანხმებისა და ერთმანეთის მიმართ პრეტენზიების არქონის გათვალისწინებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას“, - აცხადებენ უწყებაში.
ადგილობრივი გამოცემა The National News-ის ცნობით, უსმან ნურმაგომედოვმა და მისმა მეგობრებმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად 8 მსჯარდებულს ადგილობრივმა სასამართლომ 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 300 ათასი დირჰამის ოდენობით ჯარიმა და ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა.