საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ თბილისში დანიას ამარცხებს

sporti

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს თბილისში დანიასთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი 43:31-ს იგებს.

პირველი მეოთხედი ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა 21:17 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედი – 22:14

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო ლეგიონერი მარკის რიდი იყო 14 ქულით. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 9 ქულა და 9 მოხსნაა. 9 ქულა აქვს ალექსანდრე მერკვილაძესაც – მან თამაშიდან 3-დან 3 ტყორცნა გამოიყენა, ასევე ერთი საჯარიმო. 8 ქულით დაასრულა ტაიმი დუდა სანაძემ.