საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინას უმასპინძლებს

ეროვნული ნაკრები

დღეს, საქართველოს ნაკრები, ერთა ლიგის მეორე ტურში, "დინამო არენაზე", უკრაინას უმასპინძლებს და, ჩრდილოეთ ირლანდიასთან წარუმატებელი სტარტის შემდეგ, წარმატების მიღწევას შეეცდება.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება.

საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ეპოქა დასრულდა - ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხის შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი რამაზ სვანაძე დაინიშნა.

✕