რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
89:60 – ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია თბილისში და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში სავსე ტრიბუნების წინაშე გაიმართა და როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის ძალიან ბევრს წყვეტდა. წაგების შემთხვევაში დანიელები ჯგუფს მეოთხე ადგილზე (მიუხედავად იმისა, რომ ივლისში კიდევ ორი ტურია) დაასრულებდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას კი ოთხგუნდიანიჯგუფებიდან საუკეთესო სამ-სამი ნაკრები განაგრძობს A ჯგუფიდან გავიდნენ ესპანეთი, უკრაინა და საქართველო. ბოლო ორ ტურში და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვინც მეტ ქულას დააგროვებს, ფინალურ ეტაპზეც ის ითამაშებს. აქვე გეტყვით: მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ჯგუფის ტრიო B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს შეუერთდება, ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მოხვდება.