საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დღეს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

ნაკრები

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. „დინამო არენაზე“ ჩვენი გუნდის მეტოქე ევროპის 4-გზის ჩემპიონი, ესპანეთი იქნება.

საქართველოს ნაკრებს, დისკვალიფიცირებული გიორგი ქოჩორაშვილის გარდა, ტრავმირებული ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა ვერ დაეხმარებიან.

ოთარ კაკაბაძე და გიორგი მიქაუტაძე კი გუნდს შეკრების დაწყებამდე გამოაკლდნენ. საქართველო - ესპანეთის თამაში „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.