ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები - ასტროლოგები ასახელებენ
1763199570
დეზინფორმაცია, კორუფცია, მთავრობის არასაკმარისი ანგარიშვალდებულება, IPSOS-ის კვლევა აჩვენებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში ამომრჩევლები შეშფოთებულები არიან დემოკრატიის წინ მდგარი საფრთხეებით. წამყვანი მარკეტინგული ორგანიზაციის კვლევა, რომელიც გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი. იცით, რომ არაერთი ევროპელი ბიუროკრატის წინააღმდეგ, მათ შორის, ევროკავშირის სტრუქტურებში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ დაიწყო გარკვეული სისხლის სამართლის საქმეების ძიება, იქნება ეს სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ა.შ. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, გამოუთხარა ძირი და მიწასთან გაასწორა ევროკავშირის ავტორიტეტი და ამ კვლევამაც დაადასტურა ეს ყველაფერი," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 9 ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა, გაირკვა, რომ ამომრჩეველთა, დაახლოებით, ნახევარი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და ფიქრობს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საფრთხე უფრო გაიზრდება.
ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობები, მათ შეხედულებებს სათანადოდ არ წარმოაჩენენ.