საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მზადებას განაგრძობს

 ეროვნული ნაკრები მარტში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მზადებას განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს დღეს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, „დინამო არენაზე“ გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მედიისთვის ოფიციალური პრესკონფერენციები გაიმართება.

დღესვე ორივე გუნდის მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს.

პირველ ტურში ქართველი ფეხბურთელების მეტოქე „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები იქნება, თამაში ხვალ 25 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩისთვის მზადების ფარგლებში, ნაკრებმა გუშინ კვლავ „მიხეილ მესხი 2“-ზე ივარჯიშა. მეორე შეხვედრას ჩვენი გუნდი უკრაინელების წინააღმდეგ 28 სექტემბერს ჩაატარებს.