საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და გულშემატკივარი თავის კაპიტანს აცილებს - რუმინეთთან მატჩი გურამ კაშიასთვის 129-ე თამაში იქნება

გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და გულშემატკივარი თავის კაპიტანს აცილებს. საქართველო რუმინეთის მატჩი გურამ კაშიასთვის 129-ე თამაში იქნება ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რითაც ჯვაროსნების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და სიმბოლო რომლის კაპიტნობითაც საქართველო ისტორიაში პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე რეკორდსმენიც ხდება.

გურამ კაშიას გასაცილებლად მიხეილ მესხის სტადიონზე იმყოფება ჯვაროსნების ახალი კაპიტანი და რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მეორედ მომგები ხვიჩა კვარაცხელია.