საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ახალი ზელანდია დაამარცხა

რაგბი

საქართველოს 20-წლამდე მორაგებთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე რუსთავში ე.წ. გასახურებელი მატჩი გამართა ახალი ზელანდიის თანატოლთა ნაკრებთან და მეტოქე 22:19 დაამარცხა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის ჩათვლის მოედანში ოთხი ლელო დადეს – თავი მიხეილ შიოშვილმა, დაჩი წიკლაურმა, ლუკა ნარსიამ და ირაკლი ყოლბაიამ გამოიჩინეს.

20-წლამდელთა შორის მსოფლიო თასი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, უელსისა და ურუგვაის ნაკრებები იქნებიან.

საქართველო ნაკრების მატჩების განრიგი:

27 ივნისი, „ავჭალა“, 18:00 | საქართველო – უელსი;

2 ივლისი, „ავჭალა“, 20:30 | საქართველო – სამხრეთ აფრიკა;

7 ივლისი, „ავჭალა“, 20:30 | საქართველო – ურუგვაი.20-წლამდელთა შორის მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.