გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1782120407
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
პოლიციამ, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული ნარკოტიკების რეალიზაციას ე.წ. კურიერების დახმარებითაც ცდილობდა. იგი ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართვას სთავაზობდა.
ე.წ. კურიერს ნარკოტიკული საშუალებები მითითებულ ადგილზე უნდა განეთავსებინა, გადაეღო ფოტოები, მოენიშნა ადგილმდებარეობა და ინფორმაცია ბრალდებულისთვის გადაეგზავნა, რის სანაცვლოდაც ფულად ანაზღაურებას მიიღებდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და მათი დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.