იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
31 მაისს, მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ მილანის „ინტერს დაუპირისპირდება.
გუშინ მან სრულფასოვნად ივარჯიშა. კვარა ფინალისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
შეგახსენებთ, კვარაცხელია საფრანგეთის თასის ფინალურ მატჩში, სადაც „პსჟ“ – „რეიმსს“ შეხვდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, მისი შეცვლა ბოლო მომენტში მოუხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს გახურების შემდეგ თავბრუხვევის შეგრძნება ჰქონდა. ენრიკემ ხვიჩას შინ წასვლის ნება დართო, მის ნაცვლად კი მოედანზე დეზირე დუე შეუშვა.