რას უქადის ელ-ნინიო საქართველოს - სპეციალისტების პროგნოზი
1782590353
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.
დვალიშვილი ამბობს, რომ 2027 წელს საქართველოში UFC-ის ჩატარება იგეგმება.
„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას - ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს - 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით.
ჩვენი ქართველი მებრძოლები და იმედია მეც ვიბრძოლებ აქ და იმედია სხვა ქართველი მებრძოლებიც შემოგვიერთდებიან.
UFC-ის მოთხოვნა იყო, რომ 15 000 კაციანი დარბაზი სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ ეგეთი არ გვაქვს - ყველაზე მაქსიმუმი 10 000 კაციანი დარბაზი გვაქვს, ახალი სპორტის სასახლე და ეგ არის მე მგონი ლოკაცია“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი ჟურნალისტებთან.