თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე - კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს
1746720697
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველმა, ტიერი ანრიმ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „არსენალს“ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა შეაფასა.
ტიერი ანრიმ ხაზი გაუსვა ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტურ თამაშს მატჩის ბოლო წუთებზე, როდესაც ის ბურთთან ერთად კუთხურის ალმისკენ გაიქცა და თავისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი წამები გაიყვანა.
„რა თქმა უნდა, შეგვიძლია ტაქტიკაზეც ვისაუბროთ და კონკრეტულ ფეხბურთელებზეც. როდესაც უყურებ, როგორ მოძრაობს კვარაცხელია ბურთის გარეშე, ეს განსაკუთრებულია. მატჩის ბოლოს მისი ქმედებები შესანიშნავი იყო.
როცა გუნდი ორბურთიანი უპირატესობით იგებს, ბევრი მოთამაშე ცდილობს, თავი გმირად წარმოაჩინოს, მაგრამ ხვიჩამ სხვაგვარად გაიაზრა სიტუაცია. მან ბურთი თავისუფალ სივრცეში მიიღო და კუთხურის ალმისკენ წაიღო, რათა თავისი გუნდისთვის გარკვეული წამები მოეგო. მას ზუსტად ესმოდა, რა იყო საჭირო ფინალში გასასვლელად.
„ბარსელონაც“ იგებდა, მაგრამ მსგავსი რამ არ გაუკეთებია, სწორედ ამაშია განსხვავება ძველსა და ახალ პსჟ-ს შორის“, – განაცხადა ტიერი ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში „პარი სენ-ჟერმენმა“ „არსენალი“ 3:1 დაამარცხა. 31 მაისს ფინალში ფრანგული გუნდი „ინტერს“ შეხვდება.