1746733863
პუტინისა და სი ძინპინის განცხადება: მოსკოვი და პეკინი დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი პირველადი მიზეზების აღმოფხვრა

რუსეთი და ჩინეთი უკრაინაში ომის პირველადი მიზეზების აღმოფხვრას მოითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში.
„რუსეთი და ჩინეთი მხარს უჭერენ ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. მოსკოვი და პეკინი დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი პირველადი მიზეზების აღმოფხვრა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა არ უნდა უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე და საზიანოდ.