1746546003
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტთან ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების პროგრესი განიხილა

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან საუბრისას ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების პროგრესი განიხილა.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანსა და აშშ-ს შორის დიალოგს „სამართლიანი შეთანხმების“ მისაღწევად.
კრემლის ცნობით, მათ ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარება.