რა ხდება ამ წუთებში მოედანზე მატჩის დასრულების შემდეგ

კაპიტანო

 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრა „ჯვაროსნებმა“ სამი შემტევის გარეშე ჩაატარეს – გიორგი მიქაუტაძესა და ზურიკო დავითაშვილს ტრავმები აწუხებდათ, ხვიჩა კვარაცხელია კი, ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ, ვილი სანიოლმა დაასვენა და ის ბაჰრეინთან 5 ივნისს ათამაშებს.

აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ გუნდში ბოლო იყო გუნდის კაპიტნისთვის, გურამ კაშიასთვის. მან ნაკრების მაისურით 129 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

ნახეთ, რა ხდება ამ წუთებში მოედანზე მატჩის დასრულების შემდეგ ⇓