„ქურდებს მედლებისთვის ხელი არ უხლიათ...“ - ლუკა მაისურაძე

ლუკა მაისურაძე

ხაშურში ძიუდოისტის, საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ძიუდოისტის სახლიდან წაღებულია ფული და ძვირფასი ნივთები. 

სპორტსმენი ამბობს, რომ სახლის გაქურდვის დროს ქურდებს მედლებისთვის ხელი არ უხლიათ.

„ქურდებმა იმით ისარგებლეს, რომ შინ არავინ იყო. შევიდნენ სახლში, წაიღეს ცოტა ფული და ოქრო, მედლებისთვის ხელი არ უხლიათ, ეტყობა ვერ გაბედეს“,- ამბობს ლუკა მაისურაძე Ambebi.ge-სთან საუბრისას. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.