სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში პარატაეკვანდოს G-2 კატეგორიის ღია ტურნირი ჩატარდა. ტურნირზე ქართველმა პარაათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია, აქედან ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
ანა ჯაფარიძე (-52 კგ) ტურნირის ჩემპიონია, ამასთანავე ის ტურნირის საუკეთესო პარაათლეტად დასახელდა. ვერცხლის პრიზიორები ლია ჩაჩიბაია (-47 კგ) და გიორგი ნიკოლაძე (-70 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ნატა ოჩიგავა (-57 კგ) დასჯერდა. გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.
ქართველი პარაათლეტები რიო-დე-ჟანეიროს ღია ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.