„ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
1773169772
სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართა პარაძალოსნობაში. ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 12 მედალი: ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.
„ქართველმა პარასპორტსმენებმა თბილისში პარაძალოსნობის 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს
სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართა პარაძალოსნობაში. ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 12 მედალი: ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.
აკაკი ჯინჭარაძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 230 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში 675 კგ დაძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა; სამი მისვლის ჯამში 428 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა გიორგი დურგლიშვილი (-80 კგ). ინდივიდუალურ ასპარეზობაში დაძლეული 130 კილოგრამით ვერცხლი, სამი მისვლის ჯამში მოგროვებული 384 კილოგრამით კი ოქროს მედლები მოიპოვა მაკა კვინჩიამ (+86 კგ). გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 217 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში 641 კგ დაძლია და ვერცხლის მედლებს დაეუფლა; სამი მისვლის ჯამში 467 კგ ასწია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა იაგო გორგოძე (-107 კგ).
ახალგაზრდებს შორის მარიამ პაპიძემ (55 კგ) ორი ოქროს მედალი მოიპოვა, მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 45 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში კი 85 კგ დააფიქსირა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში 50 კგ, სამი მისვლის ჯამში კი 143 კგ დაძლია და ბრინჯაოსა და ვერცხლის მედალები მოიპოვა სერგო ტიგიევმა (49 კგ).
ევროპის ღია ჩემპიონატში 27 ქვეყნის 193 პარაათლეტი მონაწილეობდა“,- ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში.