კახეთში 8 თვის ორსული გარდაიცვალა
1773219700
ირანის პოლიციის უფროსი აჰმადრეზა რადანი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს, რომ „ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება.
მისივე თქმით, აქციის თითოეული მონაწილე არა როგორც დემონსტრანტად, არამედ როგორც „მტრად“ იქნება აღქმული.
აღსანიშნავია, რომ ირანში აშშ-ისრაელის კოორდინირებული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ორივე ქვეყნის ლიდერი ირანელ ხალხს ღიად მოუწოდებს, ირანული რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
მსგავსი მოწოდება ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ გააკეთა და სოციალურ ქსელში დაწერა: „ირანელო ხალხო, ჩვენ ვაწარმოებთ ისტორიულ ომს თავისუფლებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაამხოთ აიათოლას რეჟიმი და მოიპოვოთ თავისუფლება. როდესაც დრო დადგება და ეს დრო ახლოვდება, ჩვენ ჩირაღდანს გადმოგაბარებთ. მზად იყავით ამ მომენტით სარგებლობისთვის“.