„ორსულ მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებდნენ...“ - ლუკა გუგეშაშვილი „გიოზთეფეში“ აღარ ითამაშებს

ლუკა გუგეშაშვილი

ლუკა გუგეშაშვილი „გიოზთეფემ“ პირველი გუნდიდან მოკვეთა.

მიზეზი ქართველი მეკარის კომენტარია სოციალურ ქსელში, გაზიანთეფთან წაგებული მატჩის შემდეგ, - წერია თურქული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

„ის, რაც დღეს ჩემს მიმართ გააკეთეთ, გულშემატკივრობა არ არის. მათ, ვინც კლავიატურას ამოფარებულია, ერთ რამეს გეტყვით: ცხოვრება ხანმოკლეა და აუცილებლად შევხვდებით, ქუჩაში ან სადმე სხვაგან,” - დაწერა ლუკა გუგეშაშვილმა მატჩის შემდეგ.  

არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელის წყობილებიდან გამოყვანა მოახერხა სტადიონზე მყოფი ხალხის იმ კატეგორიამ, რომლებმაც ლუკას ორსული მეუღლე ამოიცნეს და მას მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უსტვენდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.  

ფეხბურთელი დისციპლინარული საქმის წარმოების დასრულებამდე განცალკევებით ივარჯიშებს.