ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
რა კავშირშია გაჯეტები და ფსიქოგენური ცხელება – პედიატრი, თემურ მიქელაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ამბობს, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ბავშვებში წამოვიდა ე.წ-ლი ფსიქოგენური ცხელებები, რომელიც მისი თქმით, დაკავშირებულია გაჯეტებთან და ეკრანდამოკიდებულებასთან.
„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ბავშვებში წამოვიდა ე.წ-ლი ფსიქოგენური ცხელებები, რომელიც დაკავშირებულია გაჯეტებთან, ეკრანდამოკიდებულებასთან და აბსოლუტურად უმართავია ცხელება, ზოგ შემთხვევაში შეიძლება 41 გრადუსამდეც ავიდეს. საქართველოში ჯერ კიდევ, სამწუხაროდ ვიყენებთ ვერცხლის წყლის თერმომეტრებს, როდესაც მოდის პაციენტი, ათიდან, შვიდი-რვა იყენებს ვერცხლის წყლის თერმომეტრებს. მაღალგანვითარებად ქვეყნებში პრაქტიკულად ვერცხლის წყლის თერმომეტრი არ არსებობს, ეს არის ძირითადად ინფრაწითელი ელექტრონული თერმომეტრი. ძირითადად ბავშვებში მოწოდებულია, იღლიის თერმომეტრია და შესაბამისად, ვიყენებთ იღლიის არეში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით ფსიქოგენური ცხელების დროს, მშობლები ყოველ 10 წუთში ერთხელ ზომავენ ტემპერატურას და განსაკუთრებით ამ პერიოდში ახასიათებს ცირკადული რითმი, ანუ დილით შეიძლება იყოს ნორმა, შუადღით ავიდეს 40 გრადუსამდე და საღამოს ისევ თავისით დავარდება.
სწორი თერმომეტრია (ტემპერატურის გაზომვა) ეს არის ელექტროთერმომეტრია და არა ვერცხლის წყლის თერმომეტრია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ შორის კლინიკებში, მათ შორის ბინის პირობებშიც, 90 პროცენტის შემთხვევაში, სამწუხაროდ, ისევ ვიყენებთ ვერცხლის წყლის თერმომეტრიას. ხშირად არის ხოლმე პანიკა, რომ ბავშვმა გატეხა ეს თერმომეტრი...“, – ამბობს მიქელაძე.