15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს - დეტალები
1751710205
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში იტალიელ ლორენცო სონეგოსთან ოთხ სეტში, 1:6, 3:6, 7:6, 6:7 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
ბასილაშვილმა პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ მესამე სეტი ტაიბრეიქზე მოიგო და მეოთხე სეტის ტაიბრეიქის დროსაც 4:3 იგებდა, თუმცა თავისი ორივე ჩაწოდება დათმო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა უიმბლდონის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის სამი წრე გაიარა, ხოლო პირველ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი, იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში დაამარცხა.