1692302192
ნიკოლოზ ბასილაშვილი სამწლიანი პაუზის შემდეგ უიმბლდონის ძირითად ბადეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს. ბოლოს მან ამის უფლება 2022 წელს მოიპოვა.
ამჯერად ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე არგენტინელი ხუან კარლო ფიცოვიჩი იყო, რომელმაც მატჩი ეფექტურად დაიწყო – პირველი სეტი 6:1 მოიგო. თუმცა ბასილაშვილმა მობილიზება მოახერხა და მომდევნო სამი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა: მეორე – 7:5, მესამე – 6:2, მეოთხე – 6:1.
უიმბლდონის კორტებზე დიდი სლემის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება, ხოლო წილისყრა 27-ში გაიმართება.