მსოფლიო ჩემპიონატი: შვეიცარიამ კანადის ნაკრები 2:1 დაამარცხა

ფეხბურთი კანადა შვეიცარია

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი საინტერესო შეხვედრა დასრულდა. შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა კანადის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მეორე ნახევრის სტარტი შვეიცარიელებისთვის იდეალური გამოდგა - შეხვედრის 46-ე წუთზე რუბენ ვარგასმა ანგარიში გახსნა. ევროპელებმა უპირატესობა მალევე გაზარდეს, როდესაც 57-ე წუთზე იოჰან მანზამბიმ მეორე გოლი გაიტანა.

კანადის ნაკრებმა თამაშში დაბრუნება სცადა - 76-ე წუთზე პრომის დეივიდმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა კანადელებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და შეხვედრა შვეიცარიის გამარჯვებით დასრულდა.