ჯარიმა 500 და 1000 ლარი იქნება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1782331038
ბიზნესმენის, თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი 27 ივნისს, ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება პატივი მიაგოს უკანასკნელ გზაზე.
Rooms Hotels-ისა და Adjara Group-ის დამფუძნებელი, თემურ უგულავა 22 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში დასმული მძიმე დიაგნოზის შემდეგ ბიზნესმენი საზღვარგარეთ მკურნალობდა.
საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურის, თემურ უგულავას სახელს უკავშირდება Rooms-ის სასტუმროები თბილისში, ყაზბეგში, კოხტასა და ბათუმში, სასტუმრო „სტამბა“, „ლოლიტა“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, „უდაბნო“ და სხვა ბიზნეს-ობიექტები საქართველოში.