მიქაუტაძემ ზედიზედ მასამე მატჩში გაიტანა - „ვილიარეალმა „ლევანტეს“ მოუგო

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით „ვილიარეალმა“ სტუმრად ლა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლევანტე“ დაამარცხა – 1:0.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის გამოტოვებული შეხვედრა (წყალდიდობის გამო გადაიდო) საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 89 წუთი ითამაშა. გიორგიმ ანგარიში 57-ე წუთზე გახსნა და, როგორ გაირკვა, სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.

ამ მოგების შედეგად „ვილიარეალმა“ 48 ქულა დააგროვა, მადრიდის „ატლეტიკოს“ (45) გადაასწრო და მესამე ადგილზეა – მას მხოლოდ „რეალი“ (60) და „ბარსელონა“ (58) უსწრებენ.

გიორგი მიქაუტაძემ ბოლო სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა (პლუს ერთი საგოლე გადაცემა), სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.