1794461315
„მერაბ დვალიშვილი ჩემთვის ძმასავითა.... ლაჩრებმა პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც ჩაიდინეს“- ნინა დრამა
UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, აბუ-დაბიში UFC-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები ზურგიდან თავს დაესხნენ.
ინციდენტთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ წყდება გამოხმაურებები ქართველი და უცხოელი სპორტსმენების, ინფლუენსერებისა და საზოგადოების მხრიდან.
ფაქტს ეხმიანება ინფლუენსერი ნინა დრამა, რომელიც მომხდარით აღშფოთებულია და იმედოვნებს, რომ დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან.
„მერაბ დვალიშვილი ჩემთვის ძმასავითაა. მასზე თავდასხმის ამ ვიდეოს ნახვისას ცუდად გავხდი. მერაბი ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე და გვერდში მდგომი მეგობარია, ვინც კი ოდესმე მყოლია. ამ ლაჩრებმა პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც ჩაიდინეს. წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, როცა ტელეფონები უკვე ჩართული ჰქონდათ და იღებდნენ... ვიმედოვნებ, რომ UFC უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს სამუდამოდ აუკრძალავს ორგანიზაციის ტერიტორიაზე ფეხის შედგმას. მან გალიაში გადახტომის შემდეგ სონგ იადონგისთვის იდაყვის ჩარტყმაც სცადა... მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გვარი აქვს, სხვებზე მაღლა არ აყენებს.“ -წერს ცნობილი ინფლუენსერი, ნინა დრამა სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი მის თანმხლებ პირებთან ერთად დააკავეს.









