1757870206
მარნეულელმა მკლავჭიდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ბულგარეთის ქალაქ ალბენაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა საქართველო ღირსეულად წარადგინეს და ორი მედალი მოიპოვეს.
დემეტრე მუმლაძემ 15 წლამდე ასაკში, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, მარჯვენა ხელით მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა!
ლუკა მაისურაძემ 15 წლამდე ასაკში, 45 კგ წონით კატეგორიაში, მარცხენა ხელით, მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
ახალგაზრდა სპორტსმენების პირადი მწვრთნელია, მამუკა ბოჭოიძე.