700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების უპრეცედენტო საქმეზე დაკავებულის ვინაობა ცნობილია
1758107781
სანაკრებო პაუზის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენში“ ნამდვილი ლაზარეთია. პარიზელების წამყვანი მოთამაშეები უსმან დემბელე და დეზირე დუე საფრანგეთის ნაკრებში დაშავდნენ. შაბათს „ლანსთან“ მატჩში მცირე ტრავმები მიიღეს ლუკას ბერალდომ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ლი კანგ-ინმა.
თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო ორი მოთამაშე ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ატალანტასთან“ სათამაშოდ მზად იქნება. ყოველ შემთხვევაში, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მათ შესახებ დამაიმედებლად ისაუბრა.
„ლი კანგ-ინი „ატალანტასთან“ სათამაშოდ ნამდვილად მზად იქნება. კვარაცხელიაზე კი ჯერ საბოლოოდ არ შემიძლია ვთქვა. უნდა დაველოდოთ, ვარჯიშის შემდეგ თავს როგორ იგრძნობს“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე დღეს „ატლანტასთან“ 23 საათზე ითამაშებს