დარწმუნებული ვარ ერთიანი ძალისხმევით შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის - სულხან თამაზაშვილი

სულხან თამაზაშვილი

,,ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვესტიციების ხელშეწყობა“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა „ორბი ჯგუფის“ ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის - ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მსგავსი ინვესტიციები ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

,,ეს პროექტი, არა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ ემსახურება ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში, ამ მხრივ აჭარის რეგიონი ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენი მიზანია ოთხივე სეზონზე ვიყოთ მიზიდულობის ცენტრი, რათა ის შესაძლებლობები რაც ტურიზმს მოაქვს მოხმარდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დარწმუნებული ვარ ერთიანი ძალისხმევით შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.