ლუის ენრიკე პსჟ-დან წასვლას აპირებს

ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე პარიზული კლუბის დატოვებას აპირებს.

გაზეთ Daily Express-ის ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა, შესაძლოა, 2027 წელს დატოვოს პსჟ, როცა მისი კონტრაქტი ამოიწურება.

წყაროს ცნობით, ლუის ენრიკეს სურს, სხვა გუნდში სცადოს თავისი ძალები.

ესპანელი პსჟ-ის მთავარ მწვრთნელად 2023 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრაქტიკულად ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობდა.