კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ტოკიოში ტოჩინოშინის კარიერიდან გაცილების ცერემონიას დაესწრო

ტოშინოჩინი

კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია ტოკიოში ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის კარიერის დასრულების აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრო.

ისტორიულ დღეს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩი იაპონიაში, უცხოელი დიპლომატები, მაღალი დონის სტუმრები, ლევან გორგაძისა ოჯახის წევრები, იაპონიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და უამრავი გულშემატკივარი.

ცერემონიის შემდეგ ტოჩინოშინის პატივსაცემად გაიმართა მიღება, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლმა „რუსთავმა“ მუსიკალურად გააფორმა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.